რომის პაპი ფრანცისკე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აიცრა. ამის შესახებ ინფორმაციას ვატიკანი ავრცელებს.
ვაქცინის პირველი დოზა გაუკეთეს პაპის წინამორბედს, ბენედიქტსაც..
პაპმა და მისმა წინამორბედმა ვაქცინა ვატიკანის ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში გაიკეთეს რომელიც13 იანვარს დაიწყო.
პაპი ფრანცისკე 84 წლისაა, ხოლო მისი წინამორბედი – 93 წლის. ასაკის გამო ორივე რისკჯგუფში, რის გამოც მათ ვაქცინაცია ეკუთვნოდათ.
ცნობისთვის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უკვე დაიწყო. ქვეყნები ძირითადად “ფაიზერისა” და “მოდერნას” ვაქცინებს იყენებენ.