თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ დავითოღლუმ უარყო პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თურქეთი რუსეთს ბოდიშს უხდის. ინფორმაციას როიტერი ავრცელებს.
„ჩვენი ქვეყნის საზღვრებისა და საჰაერო სივრცის დაცვა ჩვენი მოვალეობაა. ჩვენ ბოდიშს ვიხდით, შეცდომების გამო, მაგრამ ჩვენი მოვალეობის შესრულების გამო ბოდიშს არ მოვიხდით“ – ამბობს თურქეთის პრემიერ-მინისტრი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 26 ნოემბერს მოითხოვა ბოდიშის მოხდა თურქეთისგან, სირიის ტერიტორიაზე „სუ-24“-ის ჩამოგდების გამო.