ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

,,თუ დანაშაული დადგინდა, მიიღებს სასჯელს” – ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზი, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, არქიმანდრიტ გრიგოლ აბაშიძეს ქადაგება აკრძალული აქვს.

როგორც ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს, თუ სასულიერო პირის მიმართ დანაშაული დადგინდა, ის შესაბამის სასჯელს მიიღებს.

,,არქიმანდრიტი გრიგოლ აბაშიძე რამდენჯერმეა ბოლო პერიოდში გაფრთხილებული თავის გაურკვეველი შინაარსის და ქრისტიანობას აცდენილი ქადაგებების გამო! ამჟამად აკძალული აქვს ქადაგება! მასზე შემოსულია მორიგი საჩივარი, რომლის გამოც დაიბარეს კომისიაზე და არ გამოცხადდა ბუნდოვანი მიზეზების მოშველიებით, უახლოეს დღეებში დაიბარებენ ხელახლა და თუ დანაშაული დადგინდა, მიიღებს საეკლესიო სასჯელს.

ქადაგება აუკრძალეს, ეს კი დამჯდარა ეხლა აქ და ქვეყნის გადარჩენის მორიგ გეგმას გვაცნობს!”, – წერს ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....