ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კორონავირუსის მესამე ტალღის თავიდან ასაცილებლად იდეალური იქნებოდა შეზღუდვების შენარჩუნება” – ცერცვაძე

“საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღის თავიდან ასაცილებლად იდეალური იქნებოდა შეზღუდვების შენარჩუნება,” – აღნიშნული განცხადება  ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ გააკეთა.

როგორც ცერცვაძე განმარტავს, ამ რეჟიმში ქვეყანა დიდ ხანს ვერ დარჩება. მისივე თქმით, შეზღუდვების მოხსნის პარალელურად, რეგულაციები და მის აღსრულებაზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს.

„ჩემი რეკომენდაციით, მესამე ტალღის თავიდან აცილების ერთადერთი გზა არის, როცა მოიხსნება შეზღუდვები… ამას ქვეყანა დიდხანს ხომ ვერ გაუძლებს, იდეალური იქნებოდა, არ მოგვეხსნა შეზღუდვები, მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია, რეალური არ არის. უნდა გამკაცრდეს კონტროლი რეგულაციებზე, შეზღუდვების მოხსნის პარალელურად რეგულაციები უნდა გამკაცრდეს. დღეს არ არის საკმარისად მკაცრი, შემდეგში უნდა იყოს ძალიან მკაცრი. ეს არის გზა, რომ ჩვენ მესამე ტალღა თავიდან ავიცილოთ ან შევამციროთ“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

იტვირთბა....