“საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევა არ გაზრდილა.” – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, ახალი შტამი საქართველოში ჯერჯერობით მხოლოდ ერთ პაციენტს აქვს დადასტურებული.
„ახალი შტამი ქვეყანაში ჯერ ერთ პაციენტს დაუდასტურდა, სხვა არ ვიცით, მიმდინარეობს საკონტროლო კვლევები. ახალ შტამზე ყველა პაციენტს ვერავინ გავსინჯავთ, რადგან რთული მეთოდია. მსოფლიოში სინჯავენ ამორჩევით, ან ვისაც უცხოეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. ჩვენთან ჯერჯერობით ერთის მეტი არ დადასტურებულა“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.