“ელისაშვილს ვეტყოდი, შევიდეს რა პარლამენტში და დაწყნარდეს. არ მეგულება ოპოზიციაში ისეთი არავინ, ვისაც ელისაშვილი გადაარწმუნებს. გამოჩნდეს ახალი არჩევნების სავარაუდო თარიღი, რომელზეც საუბარს დავიწყებთ. აი, ეს არის გამოსავალი. ამ თარიღთან მიმართებაში კი უნდა ვისაუბროთ საარჩევნო სისტემაზე.”
თაკო ჩარკვიანი – “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი
ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
შეგახსენებთ, პარტია ,,მოქალაქეების” ლიდერიი ალეკო ელისაშვილი პოლიტიკური კონსულტაციების დაწყებას გეგმავს.