ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ასე გაგრძელება შეუძლებელია…” – რას წერს ლაშა ღლონტი სოციალურ ქსელში

მომღერალი, ლაშა ღლონტი სოციალურ ქსელში პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებზე წერს.

ლაშა ღლონტი აღნიშნულ პოსტში სა­ქარ­თვე­ლო­ში და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს, რომელსაც მეტრონომი უცვლელად გთავაზობთ.

“ჩემო ძვირ­ფა­სე­ბო, ჩემი მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი აზ­რით, უკვე მალე თან­და­თა­ნო­ბით, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის მკაც­რი დაც­ვით, ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­იხ­სნას. მა­გა­ლი­თად, რეს­ტორ­ნე­ბი და კა­ფე­ე­ბი მკაც­რად უნდა გა­კონ­ტროლ­დეს და 40-50%-ით და­იტ­ვირ­თოს მხო­ლოდ.

მე მქონ­და პა­წა­წი­ნა კაფე, სა­დაც შე­ვამ­ცი­რეთ და მო­ვა­წეს­რი­გეთ სკა­მე­ბის, მა­გი­დე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, წყო­ბა და მო­სახ­ლე­ო­ბა სი­ა­მოვ­ნე­ბით და­დი­ო­და სრუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის დაც­ვით, სა­დი­ლობ­და და მი­დი­ო­და სახ­ლში ყო­ველ­გვა­რი პრობ­ლე­მის გა­რე­შე. და­საქ­მე­ბუ­ლი გვყავ­და 15 ადა­მი­ა­ნი.

ხომ გახ­სნეს მო­ლე­ბი და ძა­ლი­ან კარ­გა­დაც მუ­შა­ობ­დნენ ბო­ლოს, წეს­რიგს იცავ­და ყვე­ლა ხალ­ხიც და ად­მი­ნის­ტრა­ცი­აც. მო­სახ­ლე­ო­ბა­მაც უნდა გა­ვი­გოთ, რომ ასე გაგ­რძე­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია: დის­ტან­ცია, პირ­ბა­დე, ხე­ლე­ბის და­ბა­ნა. მი­ნი­მუმ 1 წელი მა­ინც ამ რე­კო­მენ­და­ცი­ებს ვერ ავ­ცდე­ბით და ჯო­ბია ყვე­ლამ მო­ვინ­დო­მოთ, ისევ ჩვენ­თვის.

 

ყვე­ლა­ფე­რი თან­და­თან და­ლაგ­დე­ბა და კო­რო­ნაც მი­ი­ლე­ვა. გი­სურ­ვებთ ბედ­ნი­ერ 2021 წელს ეს წელი ყო­ფი­ლი­ყოს კო­რო­ნას და­მარ­ცხე­ბის წელი”, – წერს ლაშა ღლონ­ტი.

იტვირთბა....