ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

ლარის ხვალინდელი კურსი ცნობილია

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა

სებ-ის ცნობით, 14 იანვრისთვის ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში შედარებით გაუფასურდა.

1 აშშ დოლარი ხვალ 3.2909 ლარი ეღირება. დღევანდელი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 3.2888 ლარი ღირდა.

რაც შეეხება ეროვნული ვალუტის კურსს ევროსთან მიმრთებაში, ასევე გაუფასურდა. 1 ევრო ხვალ  4.0077  ლარი ეღირება. ძველი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.9969  ლარი იყო.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 14  იანვრისთვის ამოქმედდება.

იტვირთბა....