ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გიხაროდეთ, თემურის გულშემატკივრებო, სიცოცხლის ნაპერწკალი გაჩნდა” – ნუგზარ კვაშალი

მომღერალ ნუგზარ კვაშალის ინფორმაციით, თემურ წიკლაურმა კრიზისული პერიოდი გადალახა.- ამის შესახებ მან “დაიჯესტთან” საუბრისას განაცხადა.

როგორც კვაშალი ამბობს, მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა, თუმცა ექიმები ამბობენ, რომ სიცოცხლის ნეპერწკალი გაჩნდა.

„თემურის მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე, თუმცა რადგან კრიზისულმა 5-მა დღემ გართულების გარეშე გაირა, უკვე სიცოცხლის ნაპერწკალი გაჩნდა. გიხაროდეთ, თემურის გულშემატკივრებო, დადებითი ძვრები არის. გერმანელი პროფესორები, ონალინ აკვირდებიან ტემურის მდგომარეობას, ისინი ამობენ რომ გორის ჰოსპიტალში არიან მაღალი დონის პროფესიონალები და მკურნალობის პროცესი კარგად მიდის. ახლა საჭიროა დრო”, – განაცხადა ნუგზარ კვაშალმა.

ცნობილი ქართველი მომღერალი თემურ წიკლაურს კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა. მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და ის მართვით სუნთვაზე იმყოფება. მომღერალი მკურნალობას თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის.

იტვირთბა....