ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“ბიძინას ისევ მივმართავ, რომ თუ კეთილად მოაქვს თავი, მაშინ ნუ ეყოლება უდანაშაულო ხალხი ციხეში” – თამარ სულაძე

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული, ივერი მელაშვილის მეუღლე, თამარ სულაძე მედიასთან “ქართული ოცნების” დამფუძებლის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით საუბრობს.

თამარ სულაძე მედიასთან საუბრისას დასძენს, რომ თუ ივანიშვილს თავი კეთილ ადამიანად მოაქვს, მაშინ უდანაშაულო ხალხი ციხეში ნუ ჰყავს.

“ბიძინას ისევ მივმართავ, რომ თუ კეთილად მოაქვს თავი, მაშინ ნუ ეყოლება უდანაშაულო ხალხი ციხეში. ხიდაშელმა რაღაცა თუ მოიპოვა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცამ დანაშაული ჩაიდინა. მით უმეტეს, რომ რაც მოიპოვა, რამდენადაც ვიცი, არც ისე ძვირფასი რუკებია, ისინიც ხარვეზიანია და ვერაფერში ვერ იყენებენ ჯერჯერობით. წელიწადნახევარია თუ თითქმის ორი წელიც გახდება, რომ სხვა კომისიაა [საზღვრის დამდგენი], მაგრამ, რატომ ვერ გამოიყენეს ის რუკები?!”, – განაცხადა თამარ სულაძემ.

იტვირთბა....