ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში ნივრის სასარგებლო თვისებებზე საუბრობს.
როგორც ექიმი მორიგ ვიდეომიმართვაში აცხადებს, ნიორს არ შეუძლია ადამიანები სხვადასხვა დაავადებისგან დაიცვას.
ექიმის თქმით, ნიორი ადამიანს არ იცავს გაციებისგან ან კორონავირუსისგან, მაგრამ მას სიმსივნის განვითარების შემცირება შეუძლია.
“იცი, რომ ნიორის მიღებას შეუძლია სიმსივნის განვითარების შეფერხება? მე გეტყვი თუ რომელი ორგანოს სიმსივნის განვითარება შეიძლება შემცირდეს ნიორის ყოველდღიური მიღებით,
სხვათაშორის იყო კვლევა 2016-ში ორ ორგანოზე და აქედან ერთ-ერთი, კუჭი განსაკუთრებით აინტერესებდათ. კვლევა ჩატარდა 143 ათას ადამიანზე და მათი ანალიზით დადგინდა, რომ შეუძლია ნიორის მიღებას 35%-ით შეგიმციროს კუჭის სიმსივნის განვითარების ალბათობა. ნიორი შეიძლება იყოს პროტექციული ანუ დამცველობითი საკვები”, – აცხადებს გიორგი ღოღობერიძე.