ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დიდი სავაჭრო ცენტრები და ბაზრები გაიხსნება პირველი თებერვლიდან. ამის შესახებ ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
ტიკარაძის თქმით, მტავრობა მუშაობს ბიზნესის წარმომადგენლებთან, რადგან გახსნის შემდეგ მუშაობა უსაფრთხო იყოს.
„ამ ეტაპზე, ჩვენ ვმუშაობთ ბიზნესთან, ვინაიდან ჩვენთვის საკმაოდ კარგი გამოცდილება იყო ის საახალწლოლ გახსნა, რომლიც ჩვენ გვქონდა. ამ პერიოდში ჩვენ ვაკვირდებოდით თუ რამდენად ეფექტურები ვიყავით გახსნის პერიოდში და შევძელით შეგვესრულებინა ყველა ის დადგენილი მოთხოვნა, რომელიც უზრუნველყოფს ინფექციის შეკავებას და არ გავრცელებას სავაჭრო ობიექტებში. ჩვენ დავხვეწეთ ეს მიდგომები, გვაქვს მათთან კომუნიკაცია იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად დაცული გავხადოთ სავაჭრო ქსელი და გავხსნათ ეკონომიკის გახსნის პერიოდში პირველად სავაჭრო ქსელი. ამასთან დაკავშირებით შეხვედრები გაგრძელდება, პირველი თებერვლისთვის ვგეგმავთ, რომ გაიხსნება სავაჭრო ცენტრები და მოლები, ამის შემდეგ უკვე ჩვენ საუბრები გვექნება ბიზნესის დანარჩენ წარმომადგენლებთან, სადაც გადავიტანთ იგივე ფორმატს, რომელიც იქნება წარმატებული სავაჭრო ქსელებში“, – განაცხადა ტიკარაძემ.
როგორც მინისტრმა განმარტა, აღდგება თუ არა ტრანსპორტის მოძრაობა, ან რომელი სფერო გაიხსნება სავაჭრო ცენტრების შემდეგ, აღნიშნულთან დაკავშირებით, იანვრის ბოლოს იმსჯელებენ.
შეგახსენებთ, ქვეყანაში 28 მოემბრიდან დაწესებული შეზღუდვები 16 იანვარს უნდა მოხსნილიყო. თუმცა, იპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მთავრობის გადაწყვეტილებით, შეზღუდვები პირველ თებერვლამდე გახანგრძლივდა.