aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ახალი კორიდორი: რუსეთი – საქართველო – ახლო აღმოსავლეთი

aviabiletebi
ავიაბილეთები

კრემლს საქართველოში 2016 წლის არჩევნების ეიმედება

„სატრანსპორტო კორიდორები რუსეთის ფედერაციიდან ახლო აღმოსავლეთში – თურქეთთან ინციდენტის შემდეგ, როგორ შეიტანს რუსეთი ახლო აღმოსავლეთში შეიარაღებას“  – 29 ნოემბერს ამ სათაურით გამოქვეყნდა სტატია სიახლეების რუსულ პორტალზე lenta.ru-ზე. ტექსტში განხილულია იმ სახმელეთო და სარკინიგზო გზების სავარაუდო განლაგება, რაც რუსეთისთვის ყველაზე მოხერხებული იქნება ახლო აღმოსავლეთში იარაღის გასატანად. სავარაუდო ტრანზიტულ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი საქართველოა.

„სახმელეთო კავშირი რუსეთსა და ირანს შორის სამხრეთ კავკასიის გავლით მხოლოდ ტრანიზიტული გზებითაა შესაძლებელი. კასპიის ზღვის გასწვრივ, დაღესტნის და აზერბაიჯანის გავლით და საქართველოს სამხედრო გზით ჯვრის უღელტეხილის გავლით – ჩრდილოეთ ოსეთიდან საქართველოში და შემდეგ სომხეთისა და ირანის გავლით. გაცილებით მოხერხებულია ტრანსკავკასიური მაგისტრალი,  რომელიც რუსეთს ირანთან (ე.წ.) სამხრეთ რესპუბლიკის, საქართველოს და სომხეთის გავლით აკავშირებს. გარდა ამისა, 2014 წელს რუსეთმა ვადაზე ადრე დაასრულა როკის გვირაბის მოდერნიზაციისა და გაფართოების სამუშაოები, რამაც ტრანსკავკასიური მაგისტრალის პოტენიალი კიდევ უფრო გაზარდა.

სარკინიზგო მიმოსვლა: აგვისტოს დასაწყისში რუსეთის ფედერაციის სარკინიგზო ძალებმა ქალაქ ოჩამჩირედან ენგურამდე აფხაზური რკინიგზის ხაზის გაწმენდა დაიწყეს“.  – ასეთი ინფორმაცია ვრცელდება რუსულ მედიაში.

„რუსეთიდან ირანში სახმელეთო დერეფნების გახსნას და მათი გამოყენებას სტრატეგიული და სამხედრო ტვირთის გადასაზიდად ტრანზიტული სახელმწიფოების პრობლემა უდგას წინ. დერეფნის აღმოსავლეთ მარშრუტი „ჩრდილოეთი- სამხრეთი“ ნეიტრალური თურქმენეთის ტერიტორიაზე გადის, რომელის სამხედროების ტრანსპორტირებას არ დაუშვებს. აზერბაიჯანის გავლით მარშრუტები ირანს მაინცდამაინც არ აწყობს. ქართული მარშრუტები რუსეთთან, სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან კონფლიქტის გამოა დაბლოკილი. თუმცა, პარალელურად, 2016 წელს საქართველოში მორიგი საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს და ცვლილებებმა სახელისუფლებო სტრუქტურებში შესაძლოა გზების გახსნამდე მიგვიყვანოს“ – წერს სტატიის ავტორი.

 

იტვირთბა....