aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“გვარამიამ ნამდვილად უნდა მოიხადოს ბოდიში” – მუსლიმთა თემი გვარამიას პასუხობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

„მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წერილის შეფასებისას, სადაც ის ქართულ მედიაზე საუბრობდა, აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ალაჰია და მისი მოციქული მუჰამედი გვარამიაა. გვარამიას ამ განცხადებამ მუსლიმთა თემი გააღიზიანა და მისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიამ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ – “სად იყავით თქვე ნაძირლებო, ჩვენ რომ ვაპროტესტებდით პანკისში მუსლიმობის გამო ადამიანებს ტერორისტების იარლიყებს რომ აწებებდნენ?”

მოგვიანებით, კი “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა სოციალურ ქსელში კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დასძენს, რომ მას რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას ედავებიან.

 

 

იტვირთბა....