“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.
გვარამია აღნიშნულ პოსტში დასძენს, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას ედავებიან.
“მეტრონომი” გვარამიას პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
“ნახევრად ხუმრობით ვიტყვი რომ ივანიშვილს პრაქტიკულდ უწერია, რომ სააკაშვილი ალაჰი და გვარამია მუჰამედი მისი მოციქული”, – არც მეტი, არც ნაკლები, ამ ტექსტზე მედავებიან, რელიგიური გრძნობები შეურაცხყავიო.
წარმოვიდგინოთ სიტუაცია, რომ ჩავედი ჩინეთში. თან მახლავს სოფო, რომელიც კარგად ფლობს ჩინურს. სადაც რამის შეკითხვა ან თქმა მინდა, ყველგან ის მითარგმნის.
ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ერთხელაც ამ ისტორიას ვყვები, ვთქვათ ნანუკას შოუში, და ვამბობ: აი, ასე შემოვიარეთ მე და სოფომ ნახევარი ჩინეთი მოსე და აარონივითთქო. და ამის მერე რა ხდება? ებრაული თემი გადაირევა და ზედ ქრისტიანული მიყვება?
უკაცრავად, და გამოხატვის თავისუფლებაში რომ ჯდება, ეგ საერთოდ არ მადარდებს ამ წამს.
რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა სად ამოიკითხეთ, ხო კარგად ხართ? მიშა ალაჰს და ჩემი თავი მუჰამედს კი არა, ივანიშვილის მიერ დახატული მიშას და ჩემი ურთიერთმიმართება შევადარე ღმერთის და მოციქულის ურთიერთმიმართების პარადიგმას.
მზად ვარ, ნებისმიერმა კომისიამ უმაღლესი და ყველაზე მძიმე სტანდარტით შეისწავლოს ჩემი გამონათქვამი და, მიუხედავად იმისა, გამოხატვის თავისუფლებაში რომ სრულად ჯდება, დაადგინოს რელიგიური გრძნობების კუთხით დავარღვიე თუ არა თუნდაც მაქსიმალური სტანდარტი.
ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბევრი არ მეგულება ამ ქვეყანაში ჩემზე ტოლერანტული, განსაკუთრებით რელიგიის კუთხით, და ჩემზე და ჩემს არხზე მეტად მებრძოლი, განსაუთრებით რელიგიური უმცირესობების დასაცავად.” – წერს ნიკა გვარამია.
მანამდე კი ნიკა გვარამიამ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ – “სად იყავით თქვე ნაძირლებო, ჩვენ რომ ვაპროტესტებდით პანკისში მუსლიმობის გამო ადამიანებს ტერორისტების იარლიყებს რომ აწებებდნენ?”