გამოცემა”იზვესტიას” ინფორმაციით, რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთი თურქული საქონლის იმპორტზე სანქციების დაწესებას გეგმავს.
ემბარგო შეეხება ბოსტნეულს, ხილს, ნიგოზს, ხორცს და ზღვის პროდუქტს, რძესა და რძის ნაწარმს, მათ შორის ყველსა და ხაჭოს. სასანქციო საქონლის ჩანაცვლებას რუსეთი აპირებს ადგილობრივი წარმოების გაფართოების ხარჯზე და სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ირანიდან პროდუქციის იმპორტის გაზრდით.
სასანქციო სია სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.