აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება არის აგრესორი, თავისუფალი მედია კი – მსხვერპლი” – შავლა პაპუაშვილი

“დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება არის აგრესორი, თავისუფალი მედია კი – მსხვერპლი” – ამბობს პაპუაშვილი დიდი ბრიტანეთის მიერ, “იმედისა” და “პოს-ტვ”-ს დასანქცირებაზე.

“ეს არის ჩვეულებრივი აგრესია და აგრესიის წინააღმდეგ ნებისმიერ ადამიანს, ორგანიზაციას, სახელმწიფოს, აქვს თავდაცვის უფლება. ასე. რომ ჩვენ არ უნდა ავურიოთ ერთმანეთთან აგრესორი და მსხვერპლი. აგრესორი აქ არის დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება, რომელიც უსაფუძვლოდ, უსამართლოდ და არაპროვოცირებულად თავს დაესხა თავისუფალ მედიას. ხოლო მსხვერპლი ამ შემთხვევაში არის თავისუფალი მედია, რომელსაც აქვს ყველა უფლება თავი დაიცვას” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რუსული სანქციების პაკეტის ფარგლებში, რუსული დეზინფორმაციის გავრცელებისთვის დიდმა ბრიტანეთმა ოცნების პროპაგანდისტული იმედი და პოს TV 24 თებერვალს დაასანქცირა.

იტვირთბა....