“ივანიშვილმა იცის და არის სრულ პანიკაში და ისტერიკაში, რადგან ბაიდენი აპირებს დემოკრატიული სამიტების მოწყობას და დემოკრატიული ფასეულობები მისთვის არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ტრამპისთვის,” – აღნიშნული განცხადება ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა “მთავარ არხთან” აშშ-ს მიერ უკრაინელი პროკურორისთვის დაწესებული სანქციების შესახებ კომენტირებისას გააკეთა.
ექსპრეზიდენტის თქმით, ივანიშვილი ახლა სრულ პანიკაშია და მისი ბოლო გადაწყვეტილებებიც ამას ემყარება.
“ივანიშვილმა იცის და არის სრულ პანიკაში და ისტერიკაში, რადგან ბაიდენი აპირებს დემოკრატიული სამიტების მოწყობას და დემოკრატიული ფასეულობები მისთვის არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ტრამპისთვის. არჩევნების მოპარვა არის ყველაზე დიდი შეურაცხყოფა დემოკრატიისთვის. ბაიდენს აქვს ალერგია ოლიგარქიულ და ზოგადად ამ ფულისტურ, ლობისტურ სიტუაციებზე. ივანიშვილისთვის არის ძალიან ცუდი დრო, უკრაინის სიგნალია ძალან მნიშვნელოვანი სიგნალი. ახლა ბოლომდე უცვლის ყველაფერს, შეუთვალა, რომ თუ გინდათ თურქეთის წინააღმდეგ ვიმუშავებ, ირანის წინაააღმდეგ ვიმუშავებ, ბაზას გადმოვიტან აქ, რაც გინდათ მითხარით, რუსეთთანაც ჩავჭრით ურთიერთობას, ქვეყნიდანაც წავალთ, ოღონდ არ დამესხათ თავს”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 11 იანვარს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წერილი გაავრცეკა, სადაც ნათქვამია, რომ ის პოლიტიკიდან საბოლოოდ მიდის.
ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის ერთ-ერთ მიზეზად მისი ასაკი დაასახელა, მან განაცხადა რომ, მალე 65 წლის ხდება.