ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ნებისმიერი ქოცი ამომრჩევლის თვალში გახარია ტიპია, ხოლო კობახიძე ღლაპია”

“ევროპული საქართველოს წევრი გიგი უგულავა არტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის წარდგენას ეხმიანება და აცხადებს, რომ კობახიძე მხოლოდ კრიზისს გააღრმავებს. ხალხს ის სიკეთეს ვერ მოუტანს.

მიუხედავად იმისა, რომ უგულავა პრემიერ გიორგი გახარიასაც არ აფასებს დადებითად, აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდის სათავეში გახარიას დანიშვნა ბევრად ლოგიკური იქნებოდა.

“ყველა ნორმალურ საპარლამენტო დემოკრატიაში სიის პირველი ნომერი, ვინც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია, პარტიის თავმჯდომარეც არის. რატომ არ დანიშნეს გახარია?! გახარიას ნაკლები ცოდვა არა აქვს ჩადენილი, მაგრამ მეტი მიღწევა აქვს, ვიდრე კობახიძეს. ნებისმიერი ქოცი ამომრჩევლის თვალში გახარია ტიპია, ხოლო კობახიძე ღლაპია. ასევე, უფრო ლოგიკური იქნებოდა პარტიის თავმჯდომარედ კალაძე რომ წასულიყო. ეს შუა გზაში მოსული ადამიანი, რომელსაც “ქართულ ოცნებასთან“ კავშირი არა აქვს, წინ ერთადერთი რამის გამო წავიდა – კარგად იცის ივანიშვილს როგორ შეუძვრეს!“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

უგულავა იმასაც ამბობს, რომ “ყოველდღიურ მართვაში “ქართულ ოცნებას“ დაენძრევა, რადგან კობახიძის მიერ გაკეთებული საქმე მხოლოდ კონფლიქტები იქნება“. უგულავამ აქვე აღნიშნა, რომ თავის დროზე კობახიძემ პარტია დაშლამდე მიიყვანა.

შეგახსენებთ, რომ 11 იანვარს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წერილი გაავრცეკა, სადაც ნათქვამია, რომ ის  პოლიტიკიდან საბოლოოდ მიდის. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის პოსტზე კი ირაკლი კობახიძის კანდიდატურა წარადგინეს.

“ქართული ოცნების” ყრილობა 16 იანვარს გაიმართება, სადაც 400-მდე დელეგატი პარტიის ახალ თავმჯდომარეს და ახალ პოლიტსაბჭოს აირჩევს.

იტვირთბა....