ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, საქართველოში შემოტანილი პირველი ვაქცინა შესაძლოა “ფაიზერის” იყო, რომლითაც მოხდება მოსახლეობის ვაქცინაცია.
როგორც გაბუნია განმარტავს, საქართველოსთვის ტექნოლოგიურად უფრო მარტივი ის ვაქცინა იქნება, რომელსაც შენახვისთვის განსაკუთრებული პირობები არ დასჭირდება და ასეთია კომპანია “ასტრაზენეკას” წარმოების ვაქცინა.
„ფაიზერის ვაქცინა შეიძლება ის პირველი ვაქცინა გახდეს, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, შემდეგ ამას „ასტრაზენეკას“ ვაქცინა მოჰყვება.
გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენთვის ტექნოლოგიურად უფრო მარტივი ის ვაქცინა იქნება, რომელსაც ცივი ჯაჭვი 2-დან 8-გრადუსამდე სჭირდება და არ სჭირდება კომპლექსური ცივი ჯაჭვი, რაც არის მინუს 70 გრადუსი, რაც არის “ფაიზერი“. ტექნოლოგიურად უფრო მარტივი, რა თქმა უნდა, “ასტრაზენეკა“ იქნება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, მიზანია, საქართველოს მოქალაქეებმა რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ ვაქცინა და ვაქცინაციის პროცესს ქვეყანა ფეხდაფეხ გაჰყვეს.