ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი არ გამორიცხავს, რომ ის პოლიტიკაში კიდევ დაბრუნდეს.
როგორც ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს, მიუხედავად მწვავე კრიტიკისა, მას ჰქონდა პიროვნული ვალდებულება, არ მიმეღო მონაწილეობა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ პოლიტიკურ პროექტში.
“მიუხედავად მწვავე კრიტიკისა, მქონდა პიროვნული ვალდებულება, არ მიმეღო მონაწილეობა მის წინააღმდეგ პოლიტიკურ პროექტში.
კობახიძე, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარე არის აბსურდი და მაღალი სახელმწიფოებრივი რისკების სერიოზული ფაქტორი.
შესაბამისად, ერთის მხრივ პირადი ვალდებულება ძალას კარგავს და მეორეს მხრივ ჩნდება ამ ტრაგი-კომიკური სცენარის აღკვეთის საზოგადოებრივი ვალდებულება.
ეს მოცემულობა განაპირობებს ჩემს შემდგომ ნაბიჯებს,”- წერს ხუხაშვილი.
ხუხაშვილის თქმით, პოლიტიკაში მისი დაბრუნება იქნება ერთჯერადი, რისი მიზანიცაა კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა.
როგორც ანალიტიკოსი ამბობს, სწორედ ამ მიმართულებას შეექმნება სერიოზული საფრთხე პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის დანიშვნის შემდეგ.