“ჩინური ვაქცინის საბოლოო ეფექტურობის უსაფრთხოება დადასტურებული არ არის. ჩინური ვაქცინა ჯერჯერობით არაფერ საიმედოს არ გვეუბნება. მას მესამე ფაზის კვლევები ჯერ არ გაუვლია. ჩინური ვაქცინის კვლევები ჩატარებულია იმ ქვეყნებში, რომლებიც დიდი ავტორიტეტით არ გამოირჩევიან სამეცნიერო სამყაროში. ეს არის ბრაზილია, ინდონეზია და თურქეთი. ამასთანავე, ბრაზილიურმა კვლევამ ამ ვაქცინების 50%-იანი ეფექტურობა აჩვენა.”
ვახტანგ კალოიანი – ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელი
ამის შესახებ ვახტანგ კალოიანმა „ინტერპრესნიუსთან “ საქართველოში ჩინური წარმოების ვაქცინის „სინოვაკის“ და „სინოფარმის“ შემოტანაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეფექტურობის და სანდოობის დადასტურების გარეშე საქართველოში ჩინური წარმოების ვაქცინის შემოტანა გაუმართლებელი იქნება