ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი არ გამორიცხავს, რომ ის პოლიტიკაში კიდევ დაბრუნდეს. ამის შესახებ ხუხაშვილმა “მთავარ არხთან” განაცხადა.
ხუხაშვილის თქმით, პოლიტიკაში მისი დაბრუნება იქნება ერთჯერადი, რისი მიზანიცაა კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა.
როგორც ანალიტიკოსი ამბობს, სწორედ ამ მიმართულებას შეექმნება სერიოზული საფრთხე პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის დანიშვნის შემდეგ.
“მე თუ პოლიტიკურ პროცესში მივიღებ მონაწილეობას, ეს იქნება ისევ ერთჯერადი მონაწილეობა. პოლიტიკა ჩემი საქმე არაა, რომ გრძელვადიან კარიერაზე ვიფიქრო. თუმცა, ერთჯერად პროექტში მე მონაწილეობას მივიღებ, იმისათვის, რომ ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი აღდგეს. კობახიძე ამ მიმართულებით სერიოულ საფრთეს შეუქმნის.
რა ფორმით, ვისთან, ახალი პროექტი დაიბადება თუ რააიმე კონფიგურაციაში მოხვდება, ამეებზე არ მიფიქრია. უპარტიო საქართველო უნდა გააქტიურდეს, იმიტომ, რომ არსებული პოლიტიკური ელიტა ვერ ფარავს იმ მოთხოვნილებას რაც პოლიტიკურ ბაზარზე გვაქვს,”- განაცხადა გია ხუხაშვილმა.