ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საჰაერო სივრცის დარღვევა იგივეა, რაც ქვეყანაში ტანკებით შესვლა”

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი რუსეთ-თურქეთს შორის დაპირისპირებასტან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.  მისი თქმით, დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევა იგივეა, რაც ქვეყანაში ტანკებით შესვლა. მინისტრის განცხადებით, ყველა ქვეყანას სრული უფლება აქვს, მსგავს  დარღვევებზე რეაგირება მოახდინოს.

“ბოლო თვეების განმავლობაში, მრავალი  გაფრთხილების  მიუხედავად, რუსეთი განზრახ არღვევდა NATO სა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საჰაერო სივრცეს. ვფიქრობ, ეს კარგი გამოცდილება იქნება რუსებისთვის, რომ მსგავსი ქმედებები დაუსჯელი არ დარჩეს.” – აცხადებს ხიდაშელი.

ვერ შექმნი კოალიციას ისეთ ქვეყანასთან, როგორიცაა რუსეთი, რომელიც ყოველდღიურად არღვევს დამოუკიდებელი ქვეყნების სუვერენიტეტს. 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ ძლიერი საერთაშორისო პოზიციის არარსებობამ  რუსეთის ხელმძღვანელობა წააქეზა გაეგრძელებინა აგრესიული პოლიტიკა უკრაინასთან მიმართებაში.“ – აცხადებს მინისტრი.

იტვირთბა....