თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს ქვეყნისთვის იდდი წვლილი ავქს გაწეული, მან საზოგადოებას მისცა თავისუფლება, ხოლო ქვეყანაში დაამკვიდრა სამართლიანობა, კანონი და წესრიგი. ამის შესახებ ირაკლი ღრაიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
ღარიბაშვილი ივანიშვილის პოლიტიკურ მიღწევებზე საუბრობს და ხაზს კი მოქალაქეებისთვის თავისუფლების მინიჭებას უსვამს.
„ბიძინა ივანიშვილის მიღწევები პოლიტიკურ ცხოვრებაში ძალიან ბევრია. ძირითადი მიღწევები შეიძლება დაიყოს რამდენიმე კატეგორიად. პირველი, გამოვყოფდი იმას, რომ სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ, 2012 წელს ყველა მოქალაქისთვის სანატრელი იყო თავისუფლება, სწორედ თავისუფლება მისცა ივანიშვილმა, დაამკვიდრა სამართლიანობა, კანონი და წესრიგი. ალბათ, ეს არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოღვაწეობის ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტური მონაპოვარი. ამის შემდეგ ადამიანის უფლებების, ევროინტეგრაციის კუთხით სერიოზული მიღწევა, როგორიც არის ვიზალიბერალიზაცია, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და ა.შ. ის, რომ დღეს ნებისმიერი მოქალაქე არის თავისუფალი, ეს არის რა თქმა უნდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წერილი გაავრცეკა, სადაც ნათქვამია, რომ ის პოლიტიკიდან საბოლოოდ მიდის. როგორც ივანიშვილი წერილში აღნიშნავს, ის ტოვებს როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე პარტიასაც და 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს უბრუნდება.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის პოსტზე კი ირაკლი კობახიძის კანდიდატურა წარადგინეს.
ქართული ოცნების ყრილობა 16 იანვარს გაიმართება, სადაც 400-მდე დელეგატი პარტიის ახალ თავმჯდომარეს და ახალ პოლიტსაბჭოს აირჩევს.