ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბათუმში ნაცემი მასწავლებელი დაკრძალეს

შსს ინფორმაციით, ბათუმში ნაცემი მასწავლებლის საქმეზე, რომელიც სამწუხაროდ გარდაიცვალა, ეჭვმიტანილი დაკავებულია. ხულოს გამგებელმა ბესიკ ბაუჩაძემ “მეტრონომს” განუცხადა, რომ დამატებითი დეტალები საქმეზე არ იცის. მისი თქმით, მასწავლებელი გუშინ დაკრძალეს.

“მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ  დაკავებულია ერთი პირი, მიმდინარეობს მისი დაკითხვა.

“დაკავებულია ერთი პირი, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის 117-ე- მუხლის მე-5 ნაწილით, ეს არის განზრახ დაზიანება რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.”

შეგახსენებთ, ბათუმში,მამაკაცი ქუჩაში კომაში ნახეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმააციით,  ის ნაცემი იყო. მამაკაცი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოძაურში, სკოლის მასწავლებლად მუშაობდა და ბათუმში სტუმრად იმყოფებოდა. ინციდენტი ერთ-ერთ საბანკეტო დარბაზთან ახლოს მოხდა.

იტვირთბა....