სტუდენტები ონლაინ სწავლების პირობებში, სწავლის გადასახადის შემცირებას ითხოვენ. ახალგაზრდებმა პეტიციით უკვე მიმართეს, როგორც განათლების სამინისტროს, ისე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.
“მათ დაგვივიწყეს ყველაზე მძიმე პერიოდში, როდესაც სტუდენტებს გვჭირდებოდა მთავრობის დახმარება. მთავრობა შეიძლება გამოვიდეს და თქვას, რომ ჩვენ გავაკეთეთ შეზღუდვები სტუდენტებისთვის მაგრამ ეს ყველაფერი არის დამცინავი”, – ამბობს სტატუს შეჩერებული სტუდენტიგიორგი კაციაშვილი.
სტუდენტური ომბუდსმენის აპარატის დამფუძნებელი თაკო მეტრეველი კი ამბობს, რომ გაორმაგებულია “კოვიდპანდემიის დაწყების შემდეგ სტატუს შეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა.”
სტუდენტებმა მთავრობას დახმარების თხოვნით პირველად მარტში, პანდემიის დაწყებისას მიმართეს, თუმცა კონკრეტული ნაბიჯები პრობლემის გადასაჭრელად ჯერ კიდევ არ გადადგმულა.