“კორონავირუსისი პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები, 16 იანვრიდან, იმ შემთხვევაში მოიხსნება თუ ინფიცირებულთა რაოდენობა შემცირდება,” – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ლადო კახაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
კახიძის განმარტებით, თუ ეპიდვითარება გამძაფრდა შეზღუდვები ძალაში დარჩება.
„საბჭო ყოველდღე იკრიბება, ხდება გაანალიზება ახალი წლის დღეებში გაზრდილი მობილობა ეპიდვითარებაზე როგორ აისახა. 14 დღიანი ციკლი გავიდა, ვითარება არ არის საგანგაშო და სისტემაც უძლებს, მაგრამ თუ ეპიდვითარება გამძაფრდა და ნახტომისებურად წავიდა, შეზღუდვები ვერ მოიხსნება. ჩვენ დამშვიდების საფუძველი ჯერ არ გვაქვს.
თუ სიტუაცია დასტაბილურდა, მთავრობის გეგმის მიხედვით, ტრანსპორტიც ამოუშავდება და სავაჭრო ობიექტებიც გაიხსნება გარდა შაბათ-კვირისა. მაგრამ ჯერ ეს საკითხი გადაწყვეტილი არ არის, ეს ორ-სამ დღეში გაირკვევა“, – განაცხადა ლადო კახაძემ.