თათრეთის რესპუბლიკის საგამოძიებო დეპარტამენტი ინფორმაციით, 22 წლის მამაკაცმა ჯერ სამი ადამიანი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.
ამავე უწყების ცნობით, შემზარავი ტრაგედია ყაზანში, ჩუიკოვის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. ხოლო მოკლული სამი ადამიანი 22 წლის ბიჭის შეყვარებული და მისი მშობლები იყვნენ.
ამასთან, საგამოძიებო დეპარტამენტის ცნობით, მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს, რა დროსაც სამართალდამცევებმა მე-4 სართულზე მდებარე ბინის შესასვლელში 59 წლის ქალის ცხედარი აღმოაჩინეს. ხოლო ბინაში შესვლის შემდეგ 62 წლის ქმრისა და მათი 18 წლის ქალიშვილის ცხედრები იპოვნეს.
პოლიციის ინფორმაციით, ისინი გულმკერდის და მუცლის არეში მრავლობითი ჭრილობის შედეგად გარდაიცვალნენ.
”წინასწარი ვერსიით, მკვლელობის მიზეზი იყო ის, რომ მშობლები გოგონას უკრძალავდნენ ახალგაზრდა მამაკაცთან შეხვედრას, ამის გამო ახალგაზრდა მამაკაცმა დახოცა ყველანი, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა, – აღნიშნულია უწყები განცხადებაში.
თუმცა, ადგილობრივი მედია KazanFirst იუწყება, რომ რომ მკვლელობის დღეს, ახალგაზრდა მამაკაცი, სახელად რუსტამი ესტუმრა თავის შეყვარებულს-კამილას იმ დროს, როდესაც მისი მშობლები სახლში იყვნენ. რაღაც მომენტში მოხდა ჩხუბი ოჯახის წევრებსა და სტუმარს შორის, დანით შეიარაღებული ბიჭი თავს დაესხა შეყვარებულის მშობლებს და შეყვარებულს.
ასევე, მედიიის ინფორმაციით, სამივე გარდაცვლილი ცდილობდა სადარბაზოსკენ გაქცევას, მაგრამ ახალგაზრდა მამაკაცმა მაინც მოახერხა თითოეულისთვის სერიოზული დაზიანებების მიყენება, რომელიც სასიკვდილო აღმოჩნდა. ამავე დროს, გამოცემის წყარო ირწმუნება, რომ სავარაუდოდ მკვლელის სუიციდი წარუმატებელი აღმოჩნდა და გადარჩა.