ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ახმეტაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრილი კაცი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა

ახმეტაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრილი კაცი კლინიკაში ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე რჩება.

როგორც ექიმები მედიასთან საუბრისას აღნიშნავენ,  ჩატარებული ქირურგიული ოპერაციის მიუხედავად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ კრიტიკულია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ 30 წლის კაცი ჯერ ახმეტის შემდეგ კი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში უგონო მდგომარეობა შეიყვანა.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, კაცს ოთხი ტყვია გულ-მკრედის, ფეხის და თავის არეში აქვს მოხვედრილი.

აღსანიშნავია ისიც, რომ შემთხვევას თვითმხილველები არ ჰყავს. მეზობლებს კი ხმაური არ გაუგია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

იტვირთბა....