მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1 906 000-ს გადააჭარბა. – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელბს.
მათივე ცნობით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსს 1 906 606 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 87 589 206 ადამიანი დაინფიცირდა.
მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 799 712 შემთხვევა გამოვლინდა, 15 454 ადამიანი კი COVID-19-ს ემსხვერპლა.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.
მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.