სამთო-სათხილამურო კომპლექსის ტერიტორიაზე ზვავს სამი ადამიანი ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა რუსეთში ქალაქ ნორილსკში მოხდა. ინფორმაციას რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.
ზვვაის გამო გარდაცვლილებიდან ერთ-ერთი 2 წლამდე ბავშვია, დაშავებული 14 წლის მოზარდი კი რეანიმაციაშია გადაყვანილი.
ზვავმა რამდენიმე ნაგებობა მოიყოლა. 3 მეტრის სიმაღლის თოვლით დაიფარა 600 კვადრატული მეტრის ფართობის ტერიტორია.