ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ევროპულმა საქართველო ვერც ნაცმოძრაობას გაემიჯნა და ვერც ფანჩატურის საძმოს” – ვოლსკი

ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად პარლამენტი კიდევ უფრო ერთპარტიული გახდა.

ამასთან, მედიასთან საუბრისას გია ვოლსკიმ ახალი პარტიის „ევროპელი სოციალისტების“ დაფუძნებასთან  დაკავშირებითაც ისაუბრა.

„ვერ შეიძინა „ევროპულმა საქართველომ“ დამოუკიდებელი სახე, ვერც „ნაცმოძრაობას“ გაემიჯნა, ვერც ფანჩატურის საძმოს და საკუთარი უმარშრუტობის შესანიღბად ცდილობენ ახალი თემის შემოტანას საინფორმაციო სივრცეში.

ახლადშექმნილ პარტიასაც დავაკვირდეთ, „ევროპულის“ მორგება კი იციან სათაურში, მაგრამ ვნახოთ, რამდენად დაეფუძნება მათი საქმიანობა საუკეთესო ევროპულ მაგალითებს. ისე, ფაქტია, რომ სახელმწიფოებრივად სწორი ნაბიჯი გადადგეს და დღეისათვის პარლამენტში ორი პოლიტიკური ძალაა წარმოდგენილი.

იმედი მაქვს, სხვა პოლიტიკური სუბიექტებიც, არა მხოლოდ პარტნიორი ქვეყნების ინტერესების გათვალისწინებით, არამედ უმთავრესად საკუთარი ამომრჩევლის წინაშე პასუხისმგებლობით იმოქმედებენ. საბოტაჟის რეჟიმი უპირისპირდება ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნების სასიცოცხლო ამოცანას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ „ვროპელი სოციალისტების“ წევრების, ავთანდილ ენუქიძის, ფრიდონ ინჯიას, დავით ზილფიმიანის და გელა მიქაძის პარლამენტში შესვლით საკანონდებლო ორგანო ორპარტიული არ გახდა, არამედ ის კიდევ უფრო ერთპარტიულია.

იტვირთბა....