ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მისი მდგომარეობა ბოლო ათი დღეა, სტაბილურად მძიმეა” – რა ინფორმაციას ასაჯაროვებს ნუგზარ კვაშალი თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის შესახებ

“მომღერალ თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა,” – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მომღერალმა ნუგზარ კვაშალმა განუცხადა.

კვაშალის განმარტებით, წიკლაურის მდგომარეობა ბოლო ათი დღეა, სტაბილურად მძიმეა.

„სტაბილურად მძიმეა, ერთი კვირის წინ იყო რაღაც ნაპერწკალი გაუმჯობესების. რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზეა… გორის ჰისპიტალი მეგობრებმა ურჩიეს, კარგი კლინიკაა, კარგი სპეციალისტები არიანო და მართლაც კარგი კლინიკაა. 23 დეკემბერს ვესაუბრე ტელეფონით, ანეკდოტიც მოვუყევი, გაიცინა და მითხრა, აღარ შემიძლია, დავიღალე, რამდენი დღეა, აქ ვარ, ერთი სული მაქვს გარეთ გავიდეო“, – განაცხადა კვაშალმა.

შეგახსენებთ, რომ ქართველ ლეგენდარულ მომღერალს თემურ წიკლაურს კორონავირუსი რამდენიმე ხნის წინ დაუდასტურდა. მდგომარეობის გართულების შემდეგ კი, ის გორის სამხედრო სტაციონარში გადაიყვანეს.

იტვირთბა....