“იცით როგორ არის? აი თუ არ აგიკრძალეს, ვერ ისიამოვნებ დაშვებით. უფლებებსაც თუ ზოგჯერ შეგიზღუდავენ, მერე თავისუფლებასაც უფრო დააფასებ. გვავარჯიშებენ! მადლობა, ბატონ ბიძინას!”
ელენე ხოშტარია – “ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრი
ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ კერძო სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირების განახლებამდე, ე.წ. „ბასლაინებში“ მოძრაობის შემთხვევაში, არ დაჯარიმდებიან.