შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრება. ამის შესახებ ტრამპმა twitter-ზე დაწერა.
“ყველას, ვინც მეკითხება – 20 იანვარს ინაუგურაციას არ დავესწრები“,-წერს ტრამპი ტვიტერზე.
ტრამპა ეს პოსტი twitter-ზე მისი ანგარიშის დაბლოკვამდე დაპოსტა.
ცნობისთვის, კომპანიებმა „ტვიტერმა“ და „ფეისბუქმა“ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიშები დაბლოკა. თავრდაპირველად ტრამპის ანგარიში დროებით გაუქმდა, თუმცა მოგვიანებით “ტვიტერმა” განაცხადა, რომ მოქმედი პრეზიდენტი სამუდამოდ დაბლოკა.
შეგახსენებთ, აშშ-ის კონგრესი ჯო ბაიდენის გამარჯვების დასადასტურებლად თავდაპირველად გუშინ შეიკრიბა, თუმცა, მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმში შეჭრის შემდეგ შეხვედრა შეწყდა და შენობიდან კონგრესმენების ევაკუაცია განხორციელდა. კაპიტოლიუმის შენობაზე განხორციელებულ თავდასხმას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. დაკავებულია 50-მდე ადამიანი.
აშშ-ის კონგრესმა აშშ-ის არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაადასტურა. არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.