აშშ-ის კონგრესმა აშშ-ის არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაადასტურა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.
შეგახსენებთ, აშშ-ის კონგრესი ჯო ბაიდენის გამარჯვების დასადასტურებლად თავდაპირველად გუშინ შეიკრიბა, თუმცა, მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმში შეჭრის შემდეგ შეხვედრა შეწყდა და შენობიდან კონგრესმენების ევაკუაცია განხორციელდა. კაპიტოლიუმის შენობაზე განხორციელებულ თავდასხმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. დაკავებულია 50-მდე ადამიანი.