ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

კაპიტოლიუმის შენობაზე განხორციელებულ თავდასხმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა – რა ხდება აშშ-ში

აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს, კაპიტოლიუმის შენობაში დონალდ ტრამპის მომხრეების შეჭრის დროს არეულობა მოხდა, რასაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ BBC წერს ვაშინგტონის პოლიციაზე დაყრდნობით წერს.

გარდაცვლილებს შორისაა ქალიც, რომელიც ტრამპის მომხრეების კაპიტოლიუმში შეჭრის დროს ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა.

ამ დროისთვის 50-ზე მეტი ადამიანია დაკავებული, მათ შორის 47 ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის.

ცნობისთვის, 6 იანვარს, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომხრეები აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს შენობაში, კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, სადაც შეკრებილი იყვნენ კანონმდებლები, რათა არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გამარჯვება დაემტკიცებინათ.

იტვირთბა....