ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქუთაისში, ახალი წლის ღამეს პიროტექნიკით დაშავებული ქალი გარდაიცვალა

ახალი წლის ღამეს პიროტექნიკით დაშავებული ქალი გარდაიცვალა.

როგორც ცნობილია ქალმა დაზიანება ქუთაისში, 31 დეკემბერს მიიღო.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, მას დაზიანება თავის არეში ჰქონდა მიღებული და სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდა.

შსს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

იტვირთბა....