აფხაზეთის დაბრუნება ყველას გვინდა, მაგრამ როგორ ვიბრუნებთ, რა გზით, რა საშუალებით – ამაზე მსჯელობა არ არის. განაცხადა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილმა. მინისტრის შეფასებით.ქვეყნის ფედერაციული მოწყობის საკითხის განხილვა დღევანდელი მთავრობის დღის წესრიგში არ დგას.
“ეს არც ინიციატივაა და არც შეთავაზება. ეს არის ჩემი პოზიცია. მე მგონი ქართული საზოგადოების პრობლემაა, რომ ასეთი დისკუსიებისთვის მზად არ არის. მაგალითად თავის დროზე ძალიან საინტერესო ფრაზა თქვა პრემიერ-მინისტრმა ერთა თვითგამორკვევის შესახებ და საზოგადოებამ ეს გაატარა. საკმარისია ჩაიფიქრო, რომ მიდიხარ, ვთქვათ, ქუთაისში, სიტყვაზე და უცებ იწყებ ფიქრს, რითი მიდიხარ – ურმით, “მარშუტკით”, თვითმფრინავით. ანუ, აფხაზეთის დაბრუნება ყველას გვინდა, მაგრამ როგორ ვიბრუნებთ, რა გზით, რა საშუალებით – ამაზე მსჯელობა არ არის. 2004 წელს ჩემი და ჩემი მეგობრების ინიციატივით გამოქვეყნდა ძალიან საინტერესო კონცეცფია ფედერალიზაციაზე. ჩემი პირადი პოზიციაა, როგორც სპეციალისტის ამ სფეროში, რომ საქართველოში ყველაზე კარგი, ეფექტური ფორმა კონფლიქტების მოგვარებისა არის მისი ფედერალიზაციური მოწყობა – ასიმეტრიულ რეგიონალიზმზე დაფუძნებული, ე.ი. სხვადასხვა რეგიონების მიმართ სხვადასხვა სტატუსი – აფხაზების მიმართ განსაკუთრებული სტატუსი უნდა იყოს. მე ამის იქით არ მივდივარ. თუ ვინმეს უკეთესი აზრები აქვს, ღმერთმანი, დაწეროს. 10 წელი გავიდა, ვინმემ რამე შემოგვთავაზა?! მე ასე ვხედავ, თუ სხვა სხვანაირად ხედავს, კეთილი ინებონ და წარმოადგინონ”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
იტვირთბა....