პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრაზე მიზნობრივ სოციალურ დახმარებაზე დეტალურად ისაუბრა, რომელიც იანვრიდან იწყება.
გახარიამ კიდევ ერთხელ განმარტა, ვის ეკუთვნის მიზნობრივი სოციალური დახმარება.
“პირველი, ეს გახლავთ 1 200 ლარიანი მხარდაჭერა 6 თვის განმავლობაში ჩვენი მოქალაქეებისათვის, რომელმაც ძალიან კარგად იმუშავა პირველ ეტაპზე, ეს დახმარება გაიცემა და დაიწყო აღრიცხვა, იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც დაკარგეს სამსახური და არ იღებენ ხელფასს 2020 წლის დეკემბრიდან. ეს არის პირველი ნაწილი,”- განაცხადა გახარიამ.
გახარიას თქმით, დღეიდან იწყება განაცხადების მიღებ და მთავარია, მოქალაქეებმა კუთვნილი დახმარება რაც შეიძლება სწრაფად და დროულად მიიღონ.