საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა
სებ-ის ცნობით, 9 იანვრისთვის ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა.
1 აშშ დოლარი ხვალ 3.3035 ლარი ეღირება. დღევანდელი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 3.3001 ლარი ღირდა.
რაც შეეხება ეროვნული ვალუტის კურსს ევროსთან მიმრთებაში, გამყარდა. 1 ევრო ხვალ 4.0428 ლარი ეღირება. ძველი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 4.0713 ლარი იყო.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 9 იანვრისთვის ამოქმედდება.