ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ივანიშვილმა მოკლა 6 თვის ბარბარე რაფალიანცი” – მიხეილ სააკაშვილი

“ივანიშვილმა მოკლა 6 თვის ბარბარე რაფალიანცი”. – ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა “მთავარი არხის” პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა.

ექსპრეზიდენტმა როგორც ჩართვისას განმარტა, მან არ იცის საქმის დეტალები, თუმცა სპეცოპერაცია  არჩევნების წინ იყო.

“ეს არის ის ხალხი, ვინც დადგა რუსეთთან ერთად ციხის კადრები, ეს არის ის ხალხი, ვინც მოკლა 6 თვის ბარბარე რაფალიანცი. ივანიშვილმა მოკლა 6 თვის ბარბარე რაფალიანცი, მოდით, ვთქვათ, როგორც არის. ან ივანიშვილთან დაკავშირებულმა ხალხმა, სპეცსამსახურებმა, ვინც მიამაგრეს მას რუსებმა. მე დეტალები დღემდე არ ვიცი, მაგრამ გასაგებია, რაც იყო, სპეცოპერაცია იყო არჩევნების წინ”. – ამბობს სააკაშვილი.

ცნობისთვის, 2012 წლის 30 სექტემბერს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში, 10 თვის ბარბარე რაფალიანცის ცხედარი წყლით სავსე ტონანახევრიან ქვევრში იპოვეს. მაშინ, ქართული ოცნების ზოგიერთმა წარმომადგენელმა ბავშვის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა ნაციონალურ მოძრაობას დააკისრა.

ამასთან, შეგახსენბთ, რომ საპარლამენტო უმცირესობამ 10 თვის ბარბარე რაფალიანცის სიკვდილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა რანდენჯერმე მოითხოვა, თუმცა, პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.

 

იტვირთბა....