ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ანა ნაცვლიშვილი – “მაღალი თანამდებობის პირებსაც კი უსმენენ”

“მაღალი თანამდებობის პირებსაც კი უსმენენ”. – განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა  ანა ნაცვლიშვილმა.განცხადებნა ამის შესახებ   ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ საერთო კრების დაწყებამდე გააკეთა, სადაც ორგანიზაციამ წლიური ანგარიში შეაჯამა.

“ვიცით დანამდვილებით, რომ მოსმენები ისვე გრძელდება. საზოგადოებისთვის ცნობილმა რამოდემინე პირმა გაბედა და გაასაჯაროვა ეს ფაქტი. ძალიან ბევრი პირი  ან არ, ან ვერ საუბრობს. პირად საუბრებში არის აღნიშვნები, რომ მაღალი თანამდებობის პირებსაც კი უსმენენ. რა თქმა უნდა მოუსმენენ ადამიანებს, რომლებსაც ხელისუფლებისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ. სანამ საზოგადოება იმით დაინტერესდება ვის ვისთან აქვს ახლო თუ შორეული კონტაქტები, ვიდრე იმით, რომ სახელმწიფო მოქალაქეებს უსმენს, ჩვენ მუდმივად ამ მდგომარეობაში ვიქნებით,”- განაცახადა ანა ნაცვლიშვილმა .

იტვირთბა....