aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მაცხოვრის შობა რწმენას, ხსნას და უკეთესი მომავლის იმედს უკავშირდება” – გიორგი გახარია

aviabiletebi
ავიაბილეთები

“მინდა მთელ საქართველოს ვუსურვო დღეს არსებული გამოწვევების სწრაფად დაძლევა, უკეთესი ხვალინდელი დღე, წინსვლა და გამთლიანება,” – ასე მიულოცა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ სრულიად საქართველოს შობის ბრწყინვალე დრესასწაული.

პრემიერმინისტრმა საზოგადოებას ჯანმრთელობა, მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.

“გილოცავთ ქრისტეშობას! მაცხოვრის შობა რწმენას, ხსნას და უკეთესი მომავლის იმედს უკავშირდება, ამიტომ მინდა მთელ საქართველოს ვუსურვო დღეს არსებული გამოწვევების სწრაფად დაძლევა, უკეთესი ხვალინდელი დღე, წინსვლა და გამთლიანება. სიყვარული, სიკეთე და ერთმანეთზე ზრუნვა კი, ჩვენი უმთავრესი ძალაა გამარჯვებისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას და კეთილდღეობას“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

იტვირთბა....