ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ზედმეტი წამლების გამოწერა და პაციენტების ხარჯზე ფულის კეთება შეწყდეს” – გიორგი ფხაკაძე

„იცით, რამდენი ადამიანი იღუპება მხოლოდ რეცეპტში დაშვებული შეხდომის გამო? ექიმიც ადამიანია, ერთი ზედმეტი ნული ან სხვა ადამინური შეცდომა და ამას შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს,” – ეს განცხადება ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ საქართველოს ჯანდაცვის სისტემის შესახებ საუბრისას გააკეთა.

ამჯერად, უცხოეთში მოღვაწე ექიმმა ჯანდაცვის სამინისტრო ელექტრონული ჯანდაცვის არარსებობის გამო გააკრიტიკა.

როგორც ფხაკაძე აცხადებს, ელექტრონული ჯანდაცვა არის გარანტი, რომ ექიმის შეცდომები, ზედმეტი წამლების გამოწერა და პაციენტების ხარჯზე „ფულის კეთება“ შეწყდეს.

„იცით, რამდენი ადამიანი იღუპება მხოლოდ რეცეპტში დაშვებული შეხდომის გამო? ექიმიც ადამიანია, ერთი ზედმეტი ნული ან სხვა ადამინური შეცდომა და ამას შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს. 5 წლის წინ ვცდილობდი, ეს სისტემა დაგვენერგა, ყველა წინააღმდეგი იყო. სულელი ვიყავი, თურმე ტიპები ფულს აკეთებენ. ქაღალზე წარმოებულ ჯანდაცვაში ვერ იპოვი, ერთი

ექიმი ერთსა და იმავე წამალს უწერს ყველას და უმრავლესობას ეს არ სჭირდება. ამ წამლის საფასურიდან 10 პროცენტი შეიძლება სწორედ იმ ექიმს მიჰქონდეს, რომელმაც ეს წამალი გამოგიწერათ. რამდენი ექიმი და ფარმაკომპანია გადავიმტერე, დიახ, თქვენი წამლების ნახევარი, ახლა რაც სახლში გაქვთ, დიდი ალბათობით, საერთოდ არ გჭირდებოდათ. ამიტომ არის, რომ აფთიაქები იქცა საწყობებად, მილიარდ ლარზე მეტი ბრუნავს ამ ქსელში.“, – აცხადებს ფხაკაძე, რომელიც სამედიცინო მომსახურების ხარისხსაც შეეხო.

ამასთან, გიორგი ფხაკაძე  სამედიცინო მომსახურების ხარისხზეც საუბრობს და დასძენს, რომ ძალიან ბევრ ექიმს წლებია არაფერი უსწავლია, უცოდინრობამ ქვეყანა წალეკა და როცა ადამიანი ექიმთან მიდის იმის მაგივრად, რომ პაციენტს უშველოს, მარჩიელობას იწყებს.

„ძალიან ბევრ ექიმს წლებია, წიგნი არ გადაუშლია და აარფერი უსწავლია. ამიტომ წალეკა უცოდინრობამ ქვეყანა და ექიმთან რომ მიდიხარ, იმის მაგივრად, რომ გიშველოს, მარჩიელობას იწყებს. ელემენტარულად, სამედიცინო დანადგარების კალიბრაცია არ ხდება. ეს პროცესი საჭირო იმისთვის, რომ მოწყობილობამ ზუსტად იმუშაოს. მარტივად რომ წარმოიდგინოთ.

დროთა განმავლობაში ამ სამედიცინო დანადგარების და მოწყობილობების დეტალები იწყებს რყევას და ზუსტ მაჩვენებელს აღარ გაძლევს. ანუ მცდარ პასუხს იძლევა. ამიტომ სხვადასხვა დანადგარს დროის სხვადასხვა მონაკვეთში სჭირდება კალიბრაცია, გასწორება, რომ შეცდომები არ დაუშვას. ამას შესაბამისი სპეციალისტი აკეთებს. საქართველოში უმრავლეს შემთხვევებში კალიბრაციას არ ატარებენ, იმიტომ, რომ ძვირი ჯდება. ხომ დგას და ხომ აკეთებს თავის საქმესო – ასეთი მიდგომაა. ამიტომ არის, რომ ერთი და იგივე ანალიზი რომ გაიკეთოთ 5 ლაბორატორიაში, 5 სხვადასხვა პასუხს მიიღებთ. რა თქმა უნდა, ყველა ლაბორატორია ასე არ მუშაობს, არის კარგი ლაბორატორიებიც, მაგრამ ძალიან ცოტა“ – ამბობს გიორგი ფხაკაძე.

იტვირთბა....