,,ამიხსენით, თუ არა ერთადერთი მტრის მხრიდან საბოტაჟი, ამ ყინვებში რატომ იწვის ჩემი სამშობლოს ტყეები, მოყოლებული გაგრა -ბიჭვინთიდან, სამეგრელო -სვანეთის გავლით, დასრულებული რაჭა -ლეჩხუმით?!ეს საკითხი აუცილებლად საჭიროებს ახსნას ხელისულფების მხრიდან”.
ნიკა გვარამია – “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი
ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
გვარამია აღნიშნული პოსტით ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოში გახშირებულ ხანძრებს ეხმაურება.
ინფორმაციისთვის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ბოლო სამი დღის განმავლობაში ქვეყანაში დაფიქსირდა 250 ხანძრის კერა, ტყესა და მინდვრებზე, მათგან 242 ლიკვიდირებულია.