ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

რა ხდება გეგუთის ციხეში – პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მორიგ განცხადების მიხედვით, გეგუთის პენიტენციურ დაწესებულებაზე გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა.

აღნიშნული დაწესებულების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მსჯავდებულების ოჯახები მედიით გამოწვეულ პანიკას არ აყვნენ.

,,სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება რამდენიმე მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს N14 პენიტენციურ (გეგუთის) დაწესებულებაში COVID-19 გავრცელდა და პენიტენციურ სამსახურს დაწესებულების პატიმრები სხვაგან გადაჰყავს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის აშკარა დეზინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს პანიკის გავრცელებას და მსჯავრდებულთა ოჯახების დაშინებას. მოვუწოდებთ მსჯავრდებულების ოჯახებს, არ აყვნენ პანიკას. მედიასაშუალებებს კი მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელებისგან”, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

იტვირთბა....