ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

(ვიდეო) ბათუმში, კორონავირუსს 21 წლის გოგოს სიცოცხლე ემსხვერპლა

ბათუმში, კორონავირუსს 21 წლის გოგოს სიცოცხლე ემსხვერპლა. – ამის შესახებ ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.

როგორც კლინიკის წარმომადგენელი ტელეკომპანიასთან აცხადებს, კოვიდინფიცირებული პაციენტი საავადმყოფოში 12 დეკმებერს ფილტვების მძიმე დაზიანებით შეიყვანეს, თუმცა მდგომარეობა დამძიმდა და ექიმებმა პაციენტის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

“გოგონა ჩვენს კლინიკაში 12 დეკემბერს შემოიყვანეს. ამ დროისთვის ბავშვს აღენიშნებოდა ფილტვის დაზიანება. პაციენტს ჰქონდა ორმხრივი პრევნომია და ასევე სუნთქვის გართულება. რამდენიმე დღეში აუცილებელი გახდა პაციენტის მართვით სუნთქვის აპარატზე გადაყვანა. რის შემდეგ მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა. სამწუხაროდ დღეს 12 საათისათვის 21 წლის გოგონა გარდაიცვალა,” – აცხადებს “ტვ პირველთან” ინტერვიუში კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.

იხ: ვიდეო:

იტვირთბა....