საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ოკუპირებულ აფხაზეთს ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში დახმარებას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
„საოკუპაციო რეჟიმის მიერ ცხელი ხაზით გაზიარებული ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძარი ამ წუთებშიც ფიქსირდება. მიმდინარეობს ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები. ცენტრალური ხელისუფლება აგრძელებს კომუნიკაციას მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით. არაერთხელ მოხდა დახმარების შეთავაზება“, – აცხადებენ უწყებაში.
ცნობისთვის, თავდაპირველად ხანძარი ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში გაჩნდა, სადაც საცხოვრებელი სახლები დაიწვა და მოსახლეობის ევაკუირება მოხდა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ხანზარი არის გაგრაშიც.